“ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათზებთ და მე გეტყვით, რომ პროვოკაციული ჯგუფები მოქმედებენ ყველა ქვეყანაში. ეს დაფიქსირდა მაშინ, როდესაც შეგზავნილი პროვოკაციული ჯგუფები მოქმედებდნენ ჩვენი სახელით, საქართველოს სახელითაც და ახლა იგივე განმეორდა აზერბაიჯანის სახელით. ჩემი აზრით, ეს არის პროვოკაცია, ასეთი პროვოკაციები, რა თქმა უნდა, არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებზე. როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს ნაცების მსგავსი პროვოკატორები და ავანტიურისტები, ისე მათაც ჰყავთ, ყველა ქვეყანაში არის ასეთი ადამიანები. ასე რომ, ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება მას,”- განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მომხდარს პროვოკაცია უწოდა გიგლა აგულაშვილმაც:
“ყველას, ვისაც ხელეწიფება და ევალება, უმკაცრესი ზომები უნდა გაატაროს იმიტომ, რომ აშაკარად პროვოკაციის სუნი უნდის ამ ყველაფერს. ამ ტიპის მაპროვოცირებელი მოქმედებები ხშირად შორს მიმავალ გეგმებს ისახავს მიზნად და მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა არ უნდა დაუშვან არც ერთი წამით და უმკაცრესი ზომები უნდა გაატარონ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ანალოგიური და ადეკვატური იქნება აზერბაიჯანის ხელისუფლების მოქმედებაც,”- აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას.
აზერბაიჯანში, ქალაქ გაბალაში გამართული მატჩის დროს, kavkaz-uzel.ru–ს ცნობით, დაწვეს საქართველოს დროშა, ასევე მოიტანეს პლაკატები, სადაც ბოლნისი, რუსთავი და მარნეული აზერბაიჯანული დასახელებებით ეწერა. ამას წინ უძღოდა ამავე კლუბების მიერ თბილისში 2 ივლისს გამართულ შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტი, სადაც, oxu.az–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველმა გულშემატკივრებმა აზერბაიჯანის დროშა ფეხქვეშ გათელეს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, თეიმურაზ შარაშენიძე ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას ამბობს, რომ ეს მოვლენები სწორედ თბილისში ჩატარებული მატჩის საპასუხოდ განვითარდა.
“ფეხბურთის მოედანი არ არის პოლიტიკური დაპირისპირების და, მით უმეტეს, ერთმანეთისადმი ტერიტორიული პრეტენზიების წაყენების ადგილი. ამიტომ ის, რაც მოხდა, არის გამოძახილი თბილისის შემთხვევაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მივმართეთ აზერბაიჯანის მხარეს, რომ მან დაიწყოს გამოძიება და შემდგომში რომ არ მოხდეს ანალოგიური შემთხვებები, დასჯილები იყვნენ ის პირები, ვისაც მიუძღვის ამ დიდ პროვოკაციაში ბრალი,”