ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები დონეცკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

10 ივლისი, 2015 •
აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები დონეცკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

ამხანაგური მატჩი 17 ივლისს გაიმართება და “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” საფეხბურთო კავშირის დაფუძნებას მიეძღვნება.


“დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ნაკრები აფხაზეთში უკვე იმყოფბოდა, ახლა კი ჩვენი ფეხბურთელები მიიწვიეს საპასუხო ამხანაგურ მატჩზე”,- ამბობს აფხაზეთის ფეხბურთის პრეზიდენტი ჯემალ გუბაზი. მისივე თქმით, აფხაზეთის გუნდმა მოწვევა “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისგანაც” მიიღო, მაგრამ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.


“დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” გუნდმა ამხანაგური მატჩი აფხაზეთთან 14 მაისს გამართა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.


 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

 
  


მასალების გადაბეჭდვის წესი