ბოლო 24 საათში, ძლიერი ქარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში მთელი საქართველოდან 64 შეტყობინებაა შესული.

უწყების ცნობით, შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა. ყველა მათგანზე მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს.

გამოძახებების უმრავლესობა თბილისიდან იყო – 49. რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 2, იმერეთში- 2, გურიაში – 1, შიდა ქართლში – 4, ქვემო ქართლში- 3, აჭარაში – 2, მცხეთა-მთიანეთში – 1 შეტყობინება დაფიქსირდა.

შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

11 თებერვლამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად აცივდება