მოკლულია 20 ადამიანი, ბევრი კი დაშავდა ტაილანდში სროლების შედეგად. პოლიცია ამჟამად თავდამსხმელ ჯარისკაცის დაკავებას ცდილობს, რომელიც სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრში იმყოფება.
როგორც ბიბისი ტაილანდის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერზე დაყრდნობით იუწყება, უმცროსმა ოფიცერმა თავდაპირველად მისი მეთაური მოკლა, შემდეგ კი სამხედრო ბაზიდან იარაღი გაიტაცა.
შემდეგ ეჭვმიტანილმა არაერთხელ გახსნა ცეცხლი ვიდრე სავაჭრო ცენტრთან მიაღწევდა, სადაც სროლის შედეგად ასევე არაერთი ადამიანია მოკლული, ბევრი კი დაშავდა.
უცნობია თავდასხმის მოტივი. ბიბისის ცნობით, თავდამსხმელმა სოციალური მედიით გაავრცელა პოსტი: “სიკვდილი ყველასთვის გარდაუვალია”.
ეჭვმიტანილი ჯერ დაკავებული არ არის. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს სახლში დარჩნენ.
შემთხვევა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან 155 კმ მოშორებით მდებარე ქალაქში მოხდა.