ახალი ამბები

ლიკა კიკიანის საქმეზე პროკურატურამ გამოძება დაიწყო

9 ივლისი, 2015 •
ლიკა კიკიანის საქმეზე პროკურატურამ გამოძება დაიწყო

პროკურატურის განცხადებით,  2015 წლის 9 ივლისს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ლიკა კიკიანმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. 

 

“ხსენებული მომართვის საფუძველზე თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე”

 

პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-333-ე მუხლის მესამე ნაწილის  „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც  სასჯელის ზომად  რვიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა
პროკურატურა

ლიკა კიკიანი კლუბ “ვიტამინის” თანამშრომელია. ის ამბობს, რომ კვირას კუს ტბაზე, კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელმა სცემა. ლიკა კიკიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და მომხდარ ამბავს ჰყვება.

 

მისი თქმით, სამართალდამცველებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ სცემეს, მანქანაში ძალით ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამასთან, კიკიანის თქმით, მისი კუთვნილი IPHONE 5s დაუმტვრიეს.

 

ლიკა კიკიანი ვარაუდობს, რომ სამართალდამცავების მიერ მისი ცემის ამსახველი ვიდეოკადრები დაფიქსირებული აქვს კუს ტბის ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომის გარე კამერებს. მისი მტკიცებით, ინციდენტი სწორედ იქ მოხდა.

 

იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, პოლიციელების მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტი არ დასტურდებააბსურდულს უწოდებს. ვიდეოკადრებში, რომლებიც შსს–მ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა, კუს ტბის ავტოსადგომზე გადაღებული კადრები არ არის. 

 

საქართევლოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კამერების ჩანაწერების ამოღება გენინსპექციამ “ალბათ საჭიროდ არ ჩათვალა“. 

მასალების გადაბეჭდვის წესი