ახალი ამბები

კორონავირუსით აშშ-ს ერთი მოქალაქე დაიღუპა ჩინეთში 

8 თებერვალი, 2020 •
კორონავირუსით აშშ-ს ერთი მოქალაქე დაიღუპა ჩინეთში 

დღეს ჩინეთში აშშ-ს ერთი მოქალაქე დაიღუპა კორონავირუსით. როიტერსის ცნობით, ეს პირველი დადასტურებული შემთხვევაა, როდესაც ახალი ვირუსის მსხვერპლი არა ჩინეთის  მოქალაქე გახდა. 

60 წლის მამაკაცი, რომელიც აშშ-ს მოქალაქე იყო, ჩინეთის ვუჰანის პროვინციის, ეპიდემიის ზონაში გარდაიცვალა. 

ვუჰანის ერთ-ერთ ჰოსპიტალში ასევე დაიღუპა  იაპონიის მოქალაქეც, რომელიც საავამდყოფოში პნევმონიის დიაგნოზით მოხვდა.

ჩინეთის ოფიციალური პირების ცნობით, ვარაუდობდნენ, რომ მასაც კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა დიაგნოზის სირთულის გამო მისი გარდაცვალების მიზეზად ვირუსული პნევმონია დაფიქსირდა. 

ხუთშაბათის მონაცემებით, 17 უცხოელია კარანტინში ჩინეთის საავადმყოფოებში, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ.


  • 86 ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით პარასკევს, 7 თებერვალს.
  • 8 თებერვლის მონაცემებით,  კორონავირუსით სულ 720 ადამიანზე მეტია დაღუპული;
  • 34 ათას 400 ადამიანია ინფიცირებული ამ ვირუსით მსოფლიოს 27 ქვეყანაში.

რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი