“მე ახლა ვსაუბრობ კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრის სტატუსით. კოალიციის მმართველი ორგანოსთვის საქართველოს არჩევანი ნატოსთან ინტეგრაციის მიმართლებით დადასტურებულია და ცალკეული დეპუტატის რაიმე ეჭვი მისი პირადი პრობლემაა”, – თქვა ბერძენიშვილმა.
“შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ და გამკიცხოთ კიდევაც, მაგრამ მე მაინც მინდა ასეთი განცხადება გავაკეთო: რას გვახვეწნინებენ ამ ნატოში შესვლისათვის?”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი ქავთარაძემ გააკეთა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.