ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ნავთობზე ფასი ეცემა

8 ივლისი, 2015 •
აზერბაიჯანში ნავთობზე ფასი ეცემა

haqqin.az-ის ცნობით, 8 ივლისის მონაცემებით, Azeri LT CIF -ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება 57,29 დოლარია.  გასული კვირის ბოლოს მისი ღირებულება 63,29 დოლარი იყო, ხოლო გუშინ ერთი ბარელი ნავთობი 59.41 დოლარი ღირდა.

Azeri LT CIF -ის მარკის ნავთობის მინიმალური ფასი 2001 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. მაშინ ერთი ბარელი ნავთობი 19.15 დოლარი ღირდა, ხოლო ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს 2008 წლის ივლისში მიაღწია, როდესაც ერთ ბარელი ნავთობის ფასი 149.66 დოლარი იყო.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის  მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში    გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  

 


მასალების გადაბეჭდვის წესი