გამოცემის ინფორმაციითვე, სასამართლო პროცესის განმავლობაში მსჯავრდებულებმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სენანა ბახშოვას, რუსლანა ჯაფაროვას, ახმედა გასანოვას 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ელდოსტა გულივასა და მამედშაჰა მამედალიევას კი- 14-14 წლით.
ბაქოს მძიმე დანაშაულების სასამართლომ აღნიშნული პირები დამნაშავედ ცნო აზერბაიჯანის სისხლის სამართლის 228.1 მუხლის (იარაღის უკანონო შეძენა-შენავა ტარება), 279.1 მუხლის (ქვეყნის გარეთ არსებულ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილება) და 214.2 მუხლის (ტერორიზმისთვის მზადება) მიხედვით. ბრალდების თანახმად, აზერბაიჯანის 6 მოქალაქე 2012-14 წლებში სირიაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირების მონაწილე იყო, რომელიც “ალ-ნუსრას ფრონტის” შემადგენლობაში შედიოდა. ეს ფრონტი გაერომ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო.
მსჯავრდებულებმა განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ შარიათის სამართლის კანონებს აღიარებენ და სწორედ ამიტომ თქვეს უარი ჩვენების მიცემაზე. მათივე თქმით, სირიაში ჯიჰადის აღსასრულებლად წავიდნენ.
გამოცემის ცნობით, ყველა მსჯავრდებული სირიაში თურქეთის გავლით მოხვდა. თურქეთში ჩასვლის შემდეგ ისინი დაუკავშირნდნენ იმ პირებს, რომლებთანაც კონტაქტები ჯერ კიდევ აზერბაიჯანში ჰქონდათ. “კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, 2014 წელს აზერბაიჯანში 26 პირი დააკავეს, რომლებიც პაკისტანში, სირიასა და ირანში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. პირველ ივლისს ბაქოს მძიმე დანაშაულების სასამართლომ აზერბაიჯანის ათ მოქალაქეს “ისლამური სახელმწიფოს” უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობის გამო 4-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. | |