მისი თქმით, სამართალდამცველებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ სცემეს, მანქანაში ძალით ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამასთან, კიკიანის თქმით, მისი კუთვნილი IPHONE 5s დაუმტვრიეს.
კიკიანის თქმით, პოლიციელებმა სცემეს ის ადამიანებიც, ვინც მას გამოესარჩლნენ. საბოლოო ჯამში, კიკიანის თქმით, პოლიციიდან ხელწერილით გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც პოლიციაში მისი კლუბის ხელმძღვანელი მივიდა.
მისი თქმით, პოლიციელები ვაკის განყოფილებაში მუშაობენ. იგი პოლიციელების მანქანის ნომერსაც ასახელებს: AA 235 CC.
შსს-ს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, საქმის შესწავლა გენინსპექციამ დაიწყო, თუმცა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
“კლუბ “ვიტამინის”თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, მოკვლევის პროცესში მოხდება მხარეთა და ფაქტის შემსწრე პირების გამოკითხვა”, – აცხადებს გიორგობიანი.
Fuck the police!!Chemi txovna iqneba yvelam naxot gaavrcelot da xma amovigot!!!!!!
Posted by Liittle Li on Tuesday, July 7, 2015