ახალი ამბები

ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, სტიქიას 16 მტაცებელი ცხოველი გადაურჩა [ფოტო]

7 ივლისი, 2015 • 3576
ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, სტიქიას 16 მტაცებელი ცხოველი გადაურჩა [ფოტო]

სტიქიას გადარჩენილი ცხოველების ზოოპარკის მიერ გამოქვეყნებული ჩამონათვალი შემდეგია:

მტაცებლები: თეთრი ლომი – 5; სერვალი – 1; მგელი – 2; ტურა – 2; ცივეტა – 1; დათვი – 3; წინააზიური ჯიქი ანუ ლეოპარდი – 2


ეგზოტარიუმი: ქვეწარმავლები – 98 სახეობა; თევზები – 469 სახეობა.


ჩლიქოსნები: ზებრა – 5; დიკ დიკი – 1; სპილო – 2; ნიამორი – 3; ჰიპოპოტამი – 1; მარტორქა – 1; ლამა – 5; კეთილშობილი ირემი – 3; ხალებიანი ირემი – 3; ტაპირი – 1; აზავერები – 9; ცხენი – 9; პონი – 11; კამერუნის თხა – 60; ანტილოპა კანა – 1; ფაფრიანი; ცხვარი – 2; ვირი – 4; პრეჟევალსკის ცხენი – 1; ჯუჯა პონი -1; ფალაბელა – 2; ტახი – 4.


პრიმატები: ლემური – 6; მაჩვზღარბა – 1.


ფრინველები: პინგვინი – 7; ფარშავანგი – 22; გედი – 3; სვავი – 4; ორბი – 5; ბექობის არწივი – 1;ველის არწივი – 1; მთის არწივი – 2; კონდორი – 1; ხონთქრის ქათამი – 8; ალმასისფერი ხოხობი – 7; ოქროსფერი ხოხობი – 5; ვერცხლისფერი ხოხობი – 4; სამეფო ხოხობი – 8; სვაინოს ხოხობი – 2; გავაზი – 1; კოლხური ხოხობი – 25; გარეული იხვი – 20; ინდაური – 8; მტრედი – 30.


13–14 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორია იყო. სტიქიას 19 ადამიანი შეეწირა, 3 – დაკარგულად ითვლება.


მდინარე ვერემ დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები. 17 ივნისს ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვი ლაგუნა–ვერეს ტერიტორიაზე თავს დაესხა ადამიანს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. 

წინააზიური ჯიქი. ფოტო – თბილისის ზოოპარკი
წინააზიური ჯიქი. ფოტო – თბილისის ზოოპარკი

მასალების გადაბეჭდვის წესი