ახალი ამბებირეკლამა

თბილისის ჯაზ-ფესტივალი მარტში დაიან რივსს, კენი ბარონსა და სხვებს უმასპინძლებს

6 თებერვალი, 2020 • 1626
თბილისის ჯაზ-ფესტივალი მარტში დაიან რივსს, კენი ბარონსა და სხვებს უმასპინძლებს

25-28 მარტს თბილისი რიგით 23- ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები არიან, როგორებიცაა: 5 გრემის ჯილდოს მფლობელი საუკეთესო ჯაზვოკალისტი დაიან რივსი, ჯაზის ლეგენდები კენი ბარონი, დეივ ჰოლანდი და ჯონათან ბლეიქი, ბრიტანეთის ამომავალი ვარსკვლავი, ევროპის საფესტივალო სეზონის ყველაზე მოთხოვნადი არტისტი აიანა უიტერჯონსონი.

ტრადიციულად, წლევანდელ ფესტივალში ჯაზლეგენდებთან ერთად სხვადასხვა თაობის ქართველი ჯაზშემსრულებლებიც მონაწილეობენ. მსმენელის წინაშე უახლესი პროექტებით წარდგებიან გუჯა მარდინის კვარტეტი, ლუკა თოფურიას კვარტეტი, რეზო კიკნაძის სიქსტეტი და გია რაქვიაშვილის ტრიო.

თბილისის 23- ჯაზფესტივალს 25 მარტს რუსთაველის თეატრში ბრიტანელი ჯაზმუსიკოსის აიანა უიტერჯონსონის კონცერტი გახსნის, რომლის შემდეგაც მსმენელის წინაშე წარდგება  კენი ბარონისა და დეივ ჰოლანდის ტრიო. ამავე დღეს, საფესტივალო ჯაზსაღამოს კლუბზინგერშიგუჯა მარდინის კვარტეტი დაასრულებს.

26 მარტს, რიგით მეორე საფესტივალო დღეს, კლუბზინგერშილუკა თოფურიას კვარტეტის კონცერტი გაიმართება, ხოლო 27 მარტს მსმენლის წინაშე რეზო კიკნაძის სიქსტეტი წარდგება.

რიგით 23- ჯაზფესტივალს 28 მარტს რუსთაველის თეატრში ლეგენდარული დაიან რივსი დახურავს, რომელიც მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარდგება.

ბოლო საფესტივალო დღეს მეორე კონცერტიც გაიმართება  კლუბიზინგერიამჯერად  გია რაქვიაშვილის ტრიოს უმასპინძლებს.

ჯაზფესტივალის ფარგლებში, ჯაზის ვირტუოზები ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასებსაც ჩაატარებენ. პირველ მასტერკლასს 26 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აიანა უიტერჯონსონი გამართავს, ხოლო 28 მარტს რუსთაველის თეატრში სპეციალურად ქართველი სტუდენტებისთვის დაიან რივსი ღია რეპეტიციას ჩაატარებს და მომავალი ვოკალისტების შეკითხვებსაც უპასუხებს.

თბილისის რიგით 23- ჯაზფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

ჯაზფესტივალში მონაწილე არტისტების მასპინძელიაშავი ლომი“.

ფესტივალის მედიამხარდამჭერები: ნეტგაზეთი, მარკეტერი, რადიო ფორტუნა, Financial.

ბილეთები იყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი სტატუს ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი