თბილისის მერია აცხადებს, რომ უნივერსიტეტის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილს (ბაგებს) საავტომობილო ხიდით დააკავშირებს.
საუბარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აქ უკვე არსებობს ე.წ. მაღლივის ხიდი, რომელიც უნივერსიტეტის კორპუსს სტუდენტურ საცხობრებელთან აკავშირებს, თუმცა ეს ხიდი საფეხმავლოა და მასზე მანქანები ვერ დადიან. მერიამ ამ ხიდს რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარა.
რაც შეეხება საავტომობილო ხიდს, მერიის ცნობით, ამ პროექტის ღირებულება 56 მლნ ლარზე მეტი იქნება და 2 წელიწადს გასტანს.
უწყებაში ამბობენ, რომ ამ ხიდზე ტენდერს მალე გამოაცხადებს.
სამანქანო ხიდის მშენებლობაზე მერია ჯერ კიდევ 2019 წელს საუბრობდა.