“რაიმე სახის კონფლიქტი ჩემსა და კოლეგიის სხვა ნებისმიერ წევრს შორის არ არსებობს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ჩემი ბრძანებით დაიწყო გამოძიება [საყვარელიძის წინააღმდეგ], სიმართლეს არ შეესაბამება. გამოძიება საყვარელიძის წინააღმდეგ არც არის აღძრული და არც შეიძლება, რომ არსებობდეს”, – განაცხადა გუზირმა.

რია ნოვოსტიმ ჟურნალისტ ვლადიმირ ბოიკოს ფეისბუკ-პოსტზე დაყრდნობით გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით საყვარელიძის წინააღმდეგ უკრაინის პროკურტურაში გუზირის ინიციატივით საქმე აღიძრა. საუბარია პროკურატურის მაღალჩინოსნების ჩხრეკაზე, რითიც ჟურნალისტის მტკიცებით, სახელმწიფო შენობის მართლსაწინააღმდეგო დაკავებას ჰქონდა ადგილი, რადგან სამძებრო ოპერაცია საყვარელიძის დავალებით კანონიერი საფუძვლის გარეშე ჩატარდა.





