ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ბრალდებით დაკავებულები არიან 59 წლის მალხაზ გ, 36 წლის ზურაბ ლ, 53 წლის ტარიელ ქ, 26 წლის დავით გ. და 59 წლის ოთარ ლ. დააკავეს.
“დაკავებულები საქართველოში ყიდულობდნენ „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს, ოფიციალურად იფორმებდნენ, ხოლო შემდეგ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის რეალიზაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე მართლსაწინააღმდეგოდ ახდენდნენ,”– წერს შსს.
შსს–ს ცნობით, ბრალდებულები გორის რაიონის სოფელ ქიწნისში დააკავეს და ხუთივე მათგანი აღიარებს დანაშაულს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის რეალიზაციის ბრალდებით 5 პირი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ბრალდებით 5 პირი: 1956 წელს დაბადებული მალხაზ გ, 1979 წელს დაბადებული ზურაბ ლ, 1962 წელს დაბადებული ტარიელ ქ, 1989 წელს დაბადებული დავით გ. და 1956 წელს დაბადებული ოთარ ლ. დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები საქართველოში ყიდულობდნენ „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს, ოფიციალურად იფორმებდნენ, ხოლო შემდეგ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის რეალიზაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე მართლსაწინააღმდეგოდ ახდენდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები გორის რაიონის სოფელ ქიწნისში დააკავეს. ხუთივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
Posted by საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Monday, July 6, 2015