ახალი ამბები

თურქეთში ზვავმა 33 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის, მაშველები

5 თებერვალი, 2020 •
თურქეთში ზვავმა 33 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის, მაშველები

თურქეთში, ვანის პროვინციაში, ზვავმა ათობით მაშველი იმსხვერპლა. ბი-ბი-სის ცნობით, თავდაპირველად, 4 თებერვალს, თურქეთ-ირანის ზვავის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

მაშველები, რომლებიც იქ დასახმარებლად მივიდნენ, დღეს, 5 თებერვალს, თვითონაც ზვავში მოყვნენ.

BBC-ის ცნობით, დღევანდელმა სტიქიამ 33 ადამიანი იმსხვერპლა. „გარდიანის“ ცნობით, დაღუპულთა შორის 8 სამხედრო მოსამსახურე იყო,  3 — ახლომდებარე სოფლის მცველი, 3 მეხანძრე და 9 მოხალისე.

ჯამში, ოფიციალური ცნობებით, 38 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რიცხვი ამ ეტაპზე 53-ს აღწევს. სამძებრო და სამაშველო სამუშოები გრძელდება, თუმცა თოვლი და ნისლი პროცესს აფერხებს.

ზვავის რუკა. წყარო: BBC

მასალების გადაბეჭდვის წესი