10:00 საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე, უეფა-ს 2015 წლის სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიზნით სპეციალური ღონისძიებების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.
ადგილი: ნინო რამიშვილის ქ. #31, საქპატენტი
10:30 საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
11.00 საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიას” მე-3 პავილიონში, სახელმწიფო პროგრამის, “აწარმოე საქართველოში” ერთი წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
11:00 მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს დაესწრონ.
ადგილი: კოსტავას ქ. №68 ბ, ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსი.
საკონტაქტო პირი თეიკო ანჯაფარიძე – 577 50 09 35
11:00 სარფის სანაპირო ზოლზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საზღვაო სეზონს ოფიციალურად გახსნის.
11:00 სასტუმრო “თბილისი მერიოტის” წვეულებათა დარბაზში ჩატარდება კონფერენცია “საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები”, სადაც განიხილება ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და კავკასიის უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგები.
11:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე თბილისში გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსის თაობაზე ბრიფინგს გამართავს.
11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ბრიფინგს გამართავენ.
თემა: რამდენად არის დაცული სამშენებლო სექტორში სამუშაოს წარმოების დროს შრომის უსაფრთხოების ნორმები; სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების დროს გარდაცვლილ პირთა სტატისტიკური მონაცემები.
11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში, მოძრაობა “ახალი რეალობისთვის” ხელმძღვანელი მერაბ შათირიშვილი, “ვეტერანთა და ძალოვან გაერთიანებათა” ხელმძღვანელი გია ბერძენიძე და საზოგადოებრივი ორგანიზაცია “დედაქალაქელები ყველა უბანში” ხელმძღვანელი ზაზა აგლაძე ბრიფინგს გამართავენ.
თემა: ნინოწმინდის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემები.
11:30 “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე, ლაშა გიორგაძე და იურისტი შოთა როსტომაშვილი “პირველ პრესკლუბში” პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის მანკიერი პრაქტიკა.
ადგილი: აკ. წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული
12:00 “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში გიორგი რუხაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საბერძნეთში განვითარებული მოვლენები, საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის შეფასება.
ადგილი: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
12:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დირექტორი თენგიზ ხუხია და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე გაუძღვებიან.
12:00 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ბრიფინგს გამართავს.
თემა: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შუალედური შედეგები.
12:00 ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, თბილისის მერი დავით ნარმანია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნების გაზრდასთან დაკავშირებით.
ადგილი: მ. კოსტავას ქ. №14, სასტუმრო “Tbilisi Rooms Hotel”.
12:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივითა და დემოგრაფიული აღორძინების ფონდთან, გაეროს მოსახლეობის ფონდსა და აშშ საერთაშორისო დახმარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროექტთან თანამშრომლობით, კონფერენცია ჩატარდება.
თემა: “დაბერების პოლიტიკა საქართველოში”.
თბილისი, კინოდარბაზი
12:00 საქართველოს ეროვნულ ბანკში, ევროპის ХIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტის “თბილისი 2015” პრეზენტაცია გაიმართება.
adgili: სანაპიროს ქ. #2, V სართ. საქართველოს ეროვნული ბანკი
12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გუჯაბიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: გოგი თოფაძე ელგუჯა ხოკრიშვილის წინააღმდეგ; განხორციელებული და მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები უკრაინის ხელისუფლებაში; კოალიცია “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესები – გავრცელებული ინფორმაცია შიდა დაპირისპირების შესახებ.
13:00 სასტუმროში “Holiday Inn” “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის” ფარგლებში, საინიციატივო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ადგილი: 26 მაისის მოედანი #1
14:00 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #312
15:00 საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #439
15:00 სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრუმანი “სასკოლო მზაობის პროგრამას” წარმოადგენენ, რომელზეც მიწვეულნი არიან სახელმწიფო რწმუნებულები, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებისა და მერიის/ბაგა-ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლები, პარლამენტარები, სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
16:00 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
16:00 სტაჟიორებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა გაიმართება და მათთვის სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემა მოეწყობა.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
16:00 საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #221