“საბერძნეთში განვითარებული მოვნელები ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა მთელი ევროპისთვის. იმედია, არ მოხდება დემოკრატიით მანიპულირება და სპელკულირება. იმედია, სერიოზული გადაწყვეტილება იქნება მიღებული პროფესიონალების მხრიდან. რაც შეეხება ჩვენს საელჩოს, ჩვენი საელჩო ათენში და საკონსულო სალონიკში პირველივე დღეებიდან მუშაობენ განსაკუთრებულ რეჟიმში. ჩემი მოადგილე უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება ადგილზე და იყო რამდენიმე შეხვედრა ქართულ დიასპორასთან. იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც მათ აწუხებთ. ასევე, ადგილზე შემოთავაზება იყო ბანკის, თუ არ ვცდები, “რიკო კრედიტის, რომელსაც აქვს ფილიალები ადგილზე, იყო შემოთავაზება გადარიცხვების შემსუბუქების თაობაზე. ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ ჩვენი მოქალაქეების გვერდზე ამ არაორდინარულ სიტუაციაში და ხელი შევუწყოთ ამ სირთულეების დროულად გადაწყვეტას”< – განაცხადა მინისტრმა.
ბერუჩაშვილის თქმით, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბერუჩაშვილის მოადგილე შეხვდა მინისტრის მოადგილეს, აქვთ რეგულარული კონტაქტი ყველა უწყებასთან, რომელიც ჩართულია საბერძნეთში პრობლემის მოგვარებაში.