ახალი ამბები

სპეციალური ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის გიორგი მარგველაშვილს გადაეცა

6 ივლისი, 2015 • 1009
სპეციალური ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის გიორგი მარგველაშვილს გადაეცა

პრეზიდენტს ჯილდო გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ შომბი შარპმა გადასცა. მანვე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა და განცხადებებში ყოველთვის ხაზს უსვამდა გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას.

 

გიორგი მარგველაშვილმა კონკურსის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საჭიროა ცვლილებების განხორციელება საკანონმდებლო დონეზე, ასევე, უნდა ამაღლდეს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა. პრეზიდენტმა  განაცხადა, რომ აუცილებელია, გენდერული თანასწორობის იდეას მხარი პოლიტიკური განცხადებებითაც დაუჭირონ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გენდერულ უთანასწორობასთან ბრძოლაში შსს–მ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. 

 

ასევე, კონკურსის ფარგლებში გაიცა ჯილდოები 4 ნომინაციაში:

 

უმაღლესი ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის – კომპანია “კულა”.


ჯილდო – საუკეთესო მეწარმე ქალი – ნუცა აბრამიშვილი – “შუხმან ვაინს ჯორჯია”-ს გენერალური დირექტორი.


ჯილდო გენდერული ბალანსისთვის აღმასრულებელ დონეზე – პერსონალის მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფი.


ჯილდო საუკეთესო ინოვაციური გენდერული პოლიტიკისთვის – “ჯითიეს ელექტრონიქსი”

 

დღევანდელ დაჯილდოებაზე სიგელები მიიღო რამდენიმე კომპანიამ და უწყებამ:

 

განსაკურებული აღიარება გენდერული ტრენინგებისთვის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა.


განსაკუთრებული აღიარება ქალთა გაძლიერების პროგრამისთვის – “ჯეოსელი”


განსაკუთრებული აღიარება გენდერული ბიუჯეტის დანერგვისთვის – ქალაქ ოზურგეთის მერია


განსაკუთრებული აღიარება ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობისთვის – კოპერატივი “ალვანი”


განსაკუთრებული აღიარება ქალთა ლიდერობის ხელშეწყობისთის – სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”

 

‘გენდერული თანასწორობის ჯილდო 2015–ის’ დაჯილდოება. ფოტო ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

კონკურსი “გენდერული თანასწორობის ჯილდო” უკვე მეოთხედ ჩატარდა. მისი ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და გაეროს განვითარების პროგრამა. კონკურსი ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის- „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი