ახალი ამბები

მერიის ცნობით, შენობაში, სადაც 4 ადამიანი დაიღუპა, სამუშაოები ნებართვით წარმოებდა

6 ივლისი, 2015 •
მერიის ცნობით, შენობაში, სადაც 4 ადამიანი დაიღუპა, სამუშაოები ნებართვით წარმოებდა

თბილისის მერია აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც  „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ კუთვნილ მიწაა, კომპანია „კონსტრაქშენ გრუპი“ შენობის დემონტაჟის სამუშაოებს აწარმოებდა.

 

მერიის განცხადებით, იმის გამო, რომ ჩასატარებელი სამუშაოები მიეკუთვნებოდა IVკლასს, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა სამუშაოების დაწყებამდე კომპანიას დაავალა, წარმოედგინა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან (მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან), „მშენებლობის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის კვლევა, აგრეთვე,  მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი და სავალდებულო საექსპერტო შეფასება, რომელსაც, ასევე, საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილება ითვალისწინებს.

 

კომპანიამ წარმოადგინა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მან შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. ამასთან, კომპანია ვალდებული იყო, რეკონსტრუქციის სამუშაოები სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეთანხმებული დოკუმენტის დარღვევის გარეშე ეწარმოებინა.

 

დღეს, 6 ივლისს ყოფილი ფიზიკა-ინსტიტუტის შენობის ჩამონგრევის გამო 4 ადამიანი დაიღუპა.

 

ფიზიკა-ინსტიტუტის ყოფილი შენობის ჩამონგრევის შენობის ჩამონგრევის გამო 4 ადამიანი დაიღუოპა
ფიზიკა-ინსტიტუტის ყოფილი შენობის ჩამონგრევის შენობის ჩამონგრევის გამო 4 ადამიანი დაიღუოპა

მასალების გადაბეჭდვის წესი