ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პოლიციამ ერევანში მომიტინგეებისგან გაათავისუფლა ბაგრამიანის გამზირი (ფოტო)

6 ივლისი, 2015 •
პოლიციამ ერევანში მომიტინგეებისგან გაათავისუფლა ბაგრამიანის გამზირი (ფოტო)

მანამდე პოლიციამ დრო მისცა საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, რომ თავად აეღოთ ბარიკადები, რომლებიც ნაგვის ურნებით მოაწყვეს, და აქცია სხვა ადგილზე გადაეტანათ. თუმცა მანიფესტანტები არ დათანხმდნენ და ამის შემდეგ პოლიცია ჩაერთო საქმეში.

უნდა ითქვას, რომ 23 ივნისისგან განსხვავებით, როცა მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს – ხელკეტები და წყლის ჭავლი, ამჯერად ყველაფერი გაცილებით მშვიდად დასრულდა. სავალ გზაზე მსხდომი მომიტინგეები პოლიციამ ხელით ჩასვა მანქანებში და პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანა.

ამასთან, პოლიციის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ახალგაზრდების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები არ აღიძვრება ხულიგნობის მუხლით და მათ მალე გაათავისუფლებენ.

ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 22 ივნისს დაიკავეს ბაგრამიანის გამზირი, სადაც განთავსებულია პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე, ბრიტანეთის, სირიის და ჩინეთის საელჩოები.

პოლიციის არაერთგზის მოწოდებას, რომ სავალი გზა გაეთავისუფლებინათ, აქციის მონაწილეები არ თანხმდებოდნენ და ზუსტად 6 ივლისს აპირებდნენ ” გადამწყვეტ მოქმედებაზე” გადასვლას. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი იმუქრებოდნენ დღეს საღამოსთვის ბარიკადების წინ გადაწევას – პრეზიდენტის რეზიდეციის მიმართულებით, თუმცა პოლიციამ მათ დაასწრო.

ბაგრამიანის გამზირი ერევანში დღეს - 06.07.15 © აშოტ გაზაზიანი
ბაგრამიანის გამზირი ერევანში დღეს – 06.07.15 © აშოტ გაზაზიანი

სამოქალაქო მოძრაობა ” არა ძარცვას!” საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, რომელიც გახლავთ ელექტროენერგიაზე ტარფის გაზრდის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორი, ბრძოლას ახალგაზრდები გააგრძელებენ მანამდე, სანამ ხელისუფლება არ შეასრულებს მათ ყველა მოთხოვნას. საუბარია დენის გაძვირების გადაწყვეტილების სრულად გაუქმებაზე, ძველი ტარიფის შემცირებაზე და იმ პოლიციელების დასჯაზე, რომლებმაც უხეშად იძალადეს დემონსტრანტებზე 23 ივნისს, ასევე მათ დასჯაზე, რომლებმაც გასცეს შესაბამისი ბრძანება.

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი