პრესსამსახური აცხადებს, რომ პირს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა. იგი ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, ყოფილი ფიზიკა–მათემატიკის ინსტიტუტის შენობა დემონტაჟის დროს ჩამოინგრა. ადგილზე 3 პირი გარდაიცვალა.
შსს–ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.