“თბილისში ჩამოსული ვარ სტუმრად, ეზოსთან აყალ-მაყალი იყო. ძალიან დიდი ჩხუბი იყო და ვერ დავიძინე, მე გავედი და დავსვი კითხვა, რა ხდება, ბიჭებო-მეთქი. ამ დროს ვინმე ხვიჩა პირდაპირ გადმოვიდა იერიშზე, ყელში მწვდა და დამარტყა. შემდეგ მისი თანმხლები პირები დამესივნენ და მირტყამდნენ. როდესაც პოლიცია აკავებდა, მან მითხრა, შე ინგლისელო ჰომოსექსუალო და შემაგინა”, – ამბობს გორგოძე და დასძენს, რომ მას არანაირი აგრესიული დამოკიდებულება არ გააჩნია ლგბტ თემის წარმომადგენლებთან და ემიჯნება ყოველგვარ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ დამოკიდებულებას, თუმცა თვითონ ჰეტერეოსექსუალია და ბრიტანეთში არც თავისი ქართული იდენტობა დაუკარგავს, ამიტომ მინიშნება ინგლისელობასა და ჰომოსექსუალობაზე მტკივნეულად მიიღო.
მისივე თქმით, პოლიციამ დაკავებული წაიყვანა და ახსნა-განმარტებითი ბარათის დაწერის შემდეგ გამოუშვა. იგი ამ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, რადგან იმედოვნებდა, რომ დაკავებული თავის შეცდომას გააცნობირებდა, სინანულით გამოხატვას მოინდომებდა. ასევე, ჰქონდა იმის იმედიც, რომ ამით პრობლემა ამოიწურებოდა.
“მაგრამ მოხდა სხვანაირად: როდესაც განყოფილებიდან გამოვიდა, ხმამაღლა დაიწყო უბანში ყვირილი ჩემზე, შუბლს გავუხვრიტავო. დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა ეს. ერთი დღის შემდეგ კვლავ მივმართე პოლიციას, რა უთხარით ამას ისეთი, რომ შუბლის გახვერეტით მემუქრება-მეთქი. დღეს პოლიციაში ვარ დაბარებული. არ ვიცი რა ეტაპზეა ახლა ეს საქმე, ან რა რეაგირება ექნება პოლიციას. მე სულით და გულით ქართველი ვარ. ყველგან ვამაყობ ჩემი ქართველობით. ლონდონში სულ ორი ქართველი მუშაობს მეტროპოლიტენის პოლიციაში. მე არც სახელი შემიცვლია და არც გვარი. 15 წელია ლონდონში ვცხოვრობ, მაგრამ ერთი წამით არ დამვწყებია, სადაა ჩემი ფესვები. მე ქართველი მეუღლე მყავს, ქართველი მეგობრები, მშობლები, ნათესავები და არავის აქვს უფლება ჩემს ღირსებას დარტყმა მიაყენოს”, – ამობობს გოგოძე ჩვენთან საუბარში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ საკითხზე დასმულ კითხვებზე წერილობით გვიპასუხებენ, რასაც მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
UPDATE: ამ თემაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.