ახალი ამბები

ციპრასი ხალხს მიმართავს: მანდატი, რომელიც თქვენ მომეცით, EU-ს წინააღმდეგ არაა მიმართული

6 ივლისი, 2015 •
ციპრასი ხალხს მიმართავს: მანდატი, რომელიც თქვენ მომეცით, EU-ს წინააღმდეგ არაა მიმართული

თქვენი არჩევანი დიდსულოვანია, თუმცა მე სრულად ვაცნობიერებ, რომ მანდატი, რომელიც თქვენ მე მომეცით, არა ევროპის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ ეს არის მანდატი, რათა ვიპოვოთ გამოსავალი ევროპასთან ერთად”, – განაცხადა ციპრასმა.

 

ათენში ქვეყნის მმართველი სირიზას პარტიის მხარდამჭერები და ის ადამიანები იკრიბებიან, ვინც რეფერენდუმზე არა შემოხაზეს. წინასწარი შედეგებით მოსახლეობის უმრავლესობა საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის საერთაშორისო კრედიტორების მიერ შეთავაზებულ პირობებს არ დათანხმდა. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორები და საბერძნეთი მოლაპარაკებას ვერ მოახერხებენ, ქვეყანას შესაძლოა ევროზონის დატოვება და საკუთარ ვალუტაზე გადასვლა მოუწიოს.


საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი რეფერენდუმზე © ეპა/ORESTIS PANAGIOTOU
საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი რეფერენდუმზე © ეპა/ORESTIS PANAGIOTOU

 

საბერძნეთში გაიმართა რეფერენდუმი, რომლის შედეგებიც გადაწყვეტს, დათანხმდება თუ არა ქვეყანა კრიზისის დაძლევის საერთაშორისო კრედიტორების მიერ შეთავაზებულ გეგმას. შეკითხვა, რომელსაც ამომრჩეველმა უპასუხა, სწორედ ასეა ფორმულირებული: ეთანხმებით თუ არა კრედიტორების მიერ შემოთავაზებულ პირობებს? შესაძლო პასუხი ორია: დიახ და არა. ევროკომისია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროპის ცენტრალური ბანკი საბერძნეთისგან ფინანსური რეფორმებს მოითხოვენ. ეს რეფორმები პენსიებზე ნაკლები ფულის ხარჯვასა და საგადასახადო საკითხებს შეეხება, რასაც საბერძნეთი ეწინააღმდეგება. მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, რომ რეფერენდუმზე ზემოხსენებულ პირობებს არ დათანხმდნენ, მეორე მხრივ, BBC-ის ინფორმაციით, თუ ქვეყანა შეთავაზებულ რეფორმებზე უარს იტყვის, შესაძლოა ევროზონის დატოვება მოუწიოს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი