საბერძნეთში მიმდინარეობს რეფერენდუმი, რომლის შედეგებიც გადაწყვეტს, დათანხმდება თუ არა ქვეყანა კრიზისის დაძლევის საერთაშორისო კრედიტორების მიერ შეთავაზებულ გეგმას. შეკითხვა, რომელსაც საბერძნეთის 10 მილიონამდე ამომრჩეველმა უნდა უპასუხოს, სწორედ ასეა ფორმულირებული: ეთანხმებით თუ არა კრედიტორების მიერ შემოთავაზებულ პირობებს? შესაძლო პასუხი ორია: დიახ და არა. ევროკომისია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროპის ცენტრალური ბანკი საბერძნეთისგან ფინანსური რეფორმებს მოითხოვენ. ეს რეფორმები პენსიებზე ნაკლები ფულის ხარჯვასა და საგადასახადო საკითხებს შეეხება, რასაც საბერძნეთი ეწინააღმდეგება. მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, რომ რეფერენდუმზე ზემოხსენებულ პირობებს არ დათანხმდნენ, მეორე მხრივ, BBC-ის ინფორმაციით, თუ ქვეყანა შეთავაზებულ რეფორმებზე უარს იტყვის, შესაძლოა ევროზონის დატოვება მოუწიოს დროებით.