“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ბათუმისთვის. ბათუმს უბრუნდება რკინიგზა, რაც ვიზიტორებისთვის, დამსვენებლებისთვის და ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შენობის გახსნის შემდეგ ადამიანებს საშუალება მიეცემათ, რომ მახინჯაურის ნაცვლად პირდაპირ ბათუმში ჩამოვიდნენ. ფასები იგივე იქნება, არაფერი შეიცვლება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის ინფორმაციით, პროექტი 300-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს:
“შესაძლებელი იქნება ერთდროულად 260 ავტომანქანის პარკირება, ავტოსადგურს ექნება 25 ავტობუსის ბაქანი, საათში შესაძლებელია 50 ავტობუსის მიღება-გაშვება, სადგური პარალელურ რეჟიმში 3 მატარებლის მიღებას შეძლებს, მგზავრებისათვის შექმნილია კომფორტული და უსაფრთხო გარემო, სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელთათვის მოეწყო მუშაობისა და დასვენების გაუმჯობესებული პირობები”, – აცხადებენ მთავრობაში.
