ახალი ამბები

ნარმანია: მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით ქალაქში საფრთხე არ არსებობს

5 ივლისი, 2015 • • 979
ნარმანია: მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით ქალაქში საფრთხე არ არსებობს

“ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების დროს აღმოაჩინეს ცხოველის ლეში, რომელიც ზოოპარკის თანამშრომლების მიერ შესაბამისი იდენტიფიკაციის შემდეგ დადასტურდა, რომ არის ვეფხვი, რომელსაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვეძებდით.  ზოოპარკის ინფორმაციაზე დაყრდნობითვე ეს არის ბოლო მტაცებელი ცხოველი, რომელიც იძებნებოდა, აქედან გამომდინარე მტაცებელ ცხოველეთან დაკავშირებით ქალაქში საფრთხე არ არსებობს”, – განუცხადა ნარმანიამ რუსთავი 2-ს.


ზურაბ გურიელიძის განმარტებით კი, შლამით დაფარული ვეფხვის ნეშტის იდენტიფიცირება მათ სპეციალური ჩიპით მოახერხეს, რომელიც ზოოპარკის ბინადრებს ჰქონდათ მიმაგრებული.


უსურიული ვეფხვის, სალიმას ლეში ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე დღეს იპოვეს.


ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვის ლეში იპოვნეს - 05.07.15/რუსთავი 2-ს კადრი
ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვის ლეში იპოვნეს – 05.07.15/რუსთავი 2-ს კადრი

მასალების გადაბეჭდვის წესი