ახალი ამბები

ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვის ლეში იპოვეს

5 ივლისი, 2015 •
ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვის ლეში იპოვეს

უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ცხოველთა მონიტორინგის მერიის სამსახურმა დაადასტურა, რომ ეს იმ ვეფხვის [უსურიული ვეფხვი სალიმა] ლეშია, რომელსაც უკვე რამდენიმე კვირაა ეძებენ. პრესსამსახურის ცნობით, ვეფხვის ლეში ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე განთავსებული საწყობების ტერიტორიაზე იპოვეს, დაახლოებით იქ, სადაც სხვა ვეფხვი ადამიანს დაესხა თავს. ის შლამით იყო დაფარული.


ვეფხვს შსს-ს დანაყოფები, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები და მოხალისე მონადირეები 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ეძებდნენ თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ვაკეში, წყნეთში, ბაგებში, კუს ტბაზე და ასე შემდეგ. ზოოპარკის ინფორმაციით, დაკარგული იყო ზოლებიანი აფთარიც, რომლის ნეშტიც ასევე ნაპოვნია.



მკვდარი სხვა ვეფხვის ფოტო არქივიდან:

 

ვეფხვი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 ივნისის დილას. ადგილზე შეკრებილები ამბობდნენ, რომ ვეფხვი სამართალდამცავებმა სტიქიის ღამეს მოკლეს. ფოტო–ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 14.06.2015
ვეფხვი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 ივნისის დილას. ადგილზე შეკრებილები ამბობდნენ, რომ ვეფხვი სამართალდამცავებმა სტიქიის ღამეს მოკლეს. ფოტო–ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 14.06.2015

 

მასალების გადაბეჭდვის წესი