ოთარ სეფაშვილის ძმის განცხადებით, ყვარელში პოლიციის მაღალჩინოსნებმა ისე სცემეს სეფაშვილი, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მისი თქმით, დაუზიანდა ყური.
შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სეფაშვილი ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული. მას ბრალად ამ კოდექსის ორი მუხლის დარღვევა ედება: პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა და მუხლი 45, რომელიც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვას ნიშნავს გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე.
“პიროვნება ნარკოლოგიურში უნდა გადაეყვანათ შემოწმების მიზნით, რა დროსაც გაუწია წინააღმდეგობა”, – ამბობენ შსს-ს პრესსამსახურში და უარყოფენ სეფაშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებული პოლიციამ სცემა. ნეტგაზეთის კითხვას, როგორ დაადგინეს, რომ სეფაშვილი პოლიციელებს არ უცემიათ, ჩაატარა თუ არა გენინსპექციამ უკვე მოკვლევა, შსს-ში კონკრეტულად არ პასუხობენ და აცხადებენ: “ცემის შესახებ ინფორმაციას არ ვადასტურებთ”.
იგივე პასუხი აქვს შსს-ს პრესცენტრს გურამ მელიქიშვილის შემთხვევაზეც, რომელსაც ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის დარღვევა ედება – უკანონო თევზჭერა. პოლიციელები ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში მანაც დაადანაშაულა.
“გარემოს დაცვის თანამშრომლებმა მამაკაცი უკანონო თევზჭერისთვის დააკავეს. შემდეგ პოლიციას გადაეცა საქმე. მიმდინარეობს ძიება. ის დაიბარეს და დაკითხეს”, – აცხადებენ შსს-ში.