ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ბლოგერი იმრან ალიევი, აგრეთვე ცნობილი, როგორც „მანსურ სტარიი“ – „მანსურ მოხუცი“, საფრანგეთში, ქალაქ ლილში მოკლული იპოვეს.
როგორც „გარდიანი“ წერს, ალიევი სასტუმროს ნომერში, დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. მისი სიკვდილი დაადასტურა კადიროვის კიდევ ერთმა კრიტიკოსმა ბლოგერმა თუმსო აბდურახმანოვმა.
ევროპაში ამჟამად არაერთი ჩეჩენი ცხოვრობს – ზოგმა მათგანმა ქვეყანა 1990-იან წლებში დატოვა, ზოგმაც – მოგვიანებით, კადიროვის ხელისუფლებიდან წამოსული საფრთხის გამო.
გარეკანის ფოტოზე: იმრან ალიევი.
ფოტო: სკრინშოტი YouTube-ვიდეოდან.