საქართველოს შეიარაღებული ძალების IV-ე მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის პირველმა ოცეულმა 780 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბაზის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ერთ-ერთი მოქალაქის ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს, აცხადებს სამინისტრო.
“მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა, საერთო ჯამში, 1200 გრ. ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება მოახერხეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების მიზნით, 43-ე ბატალიონის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას საკონტროლო-გამშვები პუნქტების კონტროლი და ბაზის დაცვა წარმოადგნეს, რათა აკრძალული ნივთიერებების – ასაფეთქებელი თუ ნარკოტიკული საშუალებების შეტანა არ მოხდეს.