ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტს დღეს დაგეგმილი საპარლამენტო სხდომის გადადებისაკენ მოუწოდებს ბაღდადში მომხდარი ხანძრის შემთხვევის გამო, რის შედედაგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი.
როგორც ცნობილია, ოპოზიციამ ამის გამო დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციები გადადო.
“ენით აღუწერილი ტრაგედიის ფონზე ჩვენ ყველას გვჭირდება დაფიქრება, მობილზიება და გლოვა. მინდა ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის მოგების გარეშე მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს, რომ გადაიდოს დღევანდელი სხდომა. რაც შეეხება მომდევნო გეგმებს, უკვე ხვალ ჩვენ კვლავ შევიკრიბებით და მოვითხოვთ პროპორციულ საარჩევნო არჩევნებს”, – განაცხადა უგულავამ.