ახალი ამბები

თბილისში მგლის 2 ლეკვი იპოვეს

4 ივლისი, 2015 • • 1458
თბილისში მგლის 2 ლეკვი იპოვეს

მუნიციპალური თავშესაფრიდან “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ცხოველები თბილისის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე გუშინ ღამით იპოვეს, რომლებიც საკანალიზაციო ჭაში იყვნენ ჩავარდნილი.

 

“გუშინ ღამის საათებში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შემოვიდა შეწყობინება. მოქალაქემ აღნიშნა, რომ აეროპორტის გზატკეცილზე, ერთ-ერთ შენობასთან ისმოდა ლეკვების ხმა, სავარაუდოდ, გასაჭირში მყოფი ლეკვების ხმა. ადგილზე მისულმა რეაგირების ჯგფმა ჩაატარა სამაშველო ღონისძება, ჭიდან ამოიყვანეს ლეკვები და აღმოჩნდა, რომ ეს ლეკვები იყვნენ მგლის”, – განუცხადა “რუსთსვი 2”-ს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორმა თემურ ფხალაძემ.

 

მუნიციპალურ ტავშესაფარში გადმოიყვაენს, ჩაუტარდება კვლეევიბი და გარემოს დაცვის სამისნიტროსგთან ერთად გადაწყვეტენ, სად წაიყვანენე ლეკვებს.

 

თაშესაფარში აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, ისინი თბილისის ზოოპარკის ბინადრები არ ყოფილან.

თბილისში მგლის 2 ლეკვი იპოვნეს, 4 ივლისი, 2015 წელი.
თბილისში მგლის 2 ლეკვი იპოვნეს, 4 ივლისი, 2015 წელი. 'რუსთავი 2'-ის კადრი

მასალების გადაბეჭდვის წესი