ღარიბაშვილი ხაზს უსვამს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო არავის მისცემს პროვოკაციული ქმედებების უფლებას, რომლებიც ამ ურთიერთობის წინააღმდეგ არის მიმართული.

 

„ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და აზერბაიჯანელ ხალხთან. აზერბაიჯანი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მე, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას, მსგავსი სახის პროვოკაციული ქმედებებით ჩრდილი მიადგეს ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ აზერბაიჯანთან. მე უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეისწავლოს, ჰქონდა თუ არა ადგილი გავრცელებული ინფორმაციაში მოყვანილ ფაქტებს და, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მოახდიონოს შესაბამისი რეაგირება კანონის სრული დაცვით“,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *