ახალი ამბები

ერდოღანი უკრაინელ ჯარისკაცებს “სლავა უკრაინით” მიესალმა

3 თებერვალი, 2020 • 4001
ერდოღანი უკრაინელ ჯარისკაცებს “სლავა უკრაინით” მიესალმა

უკრაინაში ვიზიტით მყოფი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინელ ჯარისკაცებს შეძახილით „სლავა უკრაინი“ (უკრ. Слава Україні – „დიდება უკრაინას“) მიესალმა. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ თურქეთი უკრაინას 50 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.

„სლავა უკრაინი“ არის მისალმება და ლოზუნგი, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და აქტიურად გამოიყენებოდა ევრომაიდნის (2013-14) დროს, როცა პრორუსულად განწყობილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინა დატოვა და რუსეთს შეაფარა თავი. 2018 წელს ეს შეძახილი უკრაინის პოლიციის ოფიციალური მისალმებაც გახდა. რუსეთში ლოზუნგს დიდწილად ულტრანაციონალისტურად მიიჩნევენ. მას ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებენ რუსეთის ფედერალური, სახელმწიფო ტელეარხები.

უკრაინაში ვიზიტამდე ოდნავ ადრე სირიის სამთავრობო ძალებმა, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს, ჩრდილოეთ სირიაში თურქ სამხედროებზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც, ოფიციალური ინფორმაციით, 4 თურქი სამხედრო გარდაიცვალა. თურქეთმა საპასუხო ნაბიჯები გადადგა – მიიტანა იერიში სამთავრობო ძალებზე, რეგიონში დამატებითი ძალები შეიყვანა და რუსეთს მოუწოდა, [ანკარას მიერ] საპასუხო ნაბიჯების გადადგიმსას საქმეში არ ჩარეულიყო.

სირიაში მიმდინარე მოვლენებზე და მათ მნიშვნელობაზე საქართველოსთვის გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას:

სირიაში რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების გავლენა საქართველოზე


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.