საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან, სადაც ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, დღეს საქართველოს 2 მოქალაქე საფრანგეთის დახმარებით გამოიყვანეს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საფრანგეთს მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეების ევაკუირებისთვის.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეს 2 მოქალაქე საკარანტინო პერიოდს საფრანგეთში გაივლის. გარდა ამისა, საქართველოს 3 მოქალაქე ვუჰანიდან 1 თებერვალს გამოიყვანა თურქეთმა. ისინი ასევე ორკვირიან საკარანტინო პერიოდს დაჰყოფენ თურქეთში. საქართველოს 2-მა მოქალაქემ კი ვუჰანის დატოვებაზე უარი თქვა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 305 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ერთი, ფილიპენბში, დანარჩენი კი ჩინეთში. ვირუსი ლაბორატორიულად ჩინეთში დაუდგინა 14 ათასამდე ადამიანს. ვირუსის ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში.
https://batumelebi.netgazeti.ge/news/251213/