ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

დევნილები დაბრუნების იმედის გარეშე – ნათელა გრიგალაშვილი

4 თებერვალი, 2020 •
დევნილები დაბრუნების იმედის გარეშე – ნათელა გრიგალაშვილი

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი


საკუთარ სახლებში დაბრუნების იმედის დაკარგვა – ეს არის ის, რაც აფხაზეთის ომისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილებს აერთიანებთ. მათი დიდი ნაწილი, როგორც თბილისში, ასევე მის გარეთ, სიღარიბეში ცხოვრობს. ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის საკუთარ სახლებში დაბრუნების იმედსაც სამუდამოდ ავიწყებს.


ბაბუცა გუგეშაშვილი აფხაზეთის ომის შემდეგ თბილისში ყოფილი სასტუმრო “უშბას” ერთოთახიანში მარტო ცხოვრობს. პენსია და დევნილის შემწეობა პურზე, მაკარონზე,ზოგჯერ ძეხვზე და მედიკამენტებზე ჰყოფნის. აფხაზეთში ერთადერთი შვილის საფლავი დარჩა, რომლის ნახვის იმედიც აღარ აქვს. ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი/ნეტგაზეთი

 

ბაბუცა გუგეშაშვილის სამზარეულოში წამლების სუნი ტრიალებს; ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი/ნეტგაზეთი

 

აფხაზეთში გადაღებული ფოტოები ბაბუცა გუგეშაშვილის ფოტოალბომიდან; ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი/ნეტგაზეთი

 

გიუნტერ მარგველანი და მისი შვილიშვილი, 2008 წლის დევნილები კოდორის ხეობიდან; ოჯახი დღეს კოდის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. საკუთარ სახლში დაბრუნების იმედი არც მის ოჯახს აქვს. მათი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ახლა გიუნტერ მარგველანის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ის მძიმე დაავადებას ებრძვის. ფოტო ნათელა გრიგალაშვილი/ნეტგაზეთი

 

კოდის დევნილთა დასახლება, სადაც 2008 წლის დევნილები ცხოვრობენ. ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი/ნეტგაზეთი

 

თამილა ზურაბიანი, დევნილი აფხაზეთიდან. ყოფილ სასტუმროში პირველ სართულზე 10 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელში ამოხეთქილმა წყალმა ყველა ნივთი დააზიანა. ის იძულებულია ღამით ნათესავს შეაფაროს თავი. ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი/ნეტგაზეთი

 

სასტუმრო “უშბას” დერეფანი, სადაც დევნილები 27 წელი ცხოვრობენ; ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი/ნეტგაზეთი

 

ვასილ გასვიანი, დევნილი კოდორიდან. მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელიც მედიკამენტებზე და საკვებზე ჰყოფნის. ზამთარში გათბობის გარეშეა. კოდას დევნილთა დასახლება; ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი/ნეტგაზეთი

 

ბავშვების სათამაშო ტერიტორია სასტუმრო "უშბას" ეზოში; ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი/ნეტგაზეთი

ბავშვების სათამაშო ტერიტორია სასტუმრო “უშბას” ეზოში; ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი/ნეტგაზეთი

 

ნანი ქარჩავა აფხაზეთიდან დევნილია. თბილისში ყოფილ სასტუმრო "უშბაში" ერთ ოთახში ცხოვრობს. სოხუმში დაბრუნების იმედი საბოლოოდ დაკარგა. ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი, ნეტგაზეთი

ნანი ქარჩავა აფხაზეთიდან დევნილია. თბილისში ყოფილ სასტუმრო “უშბაში” ერთ ოთახში ცხოვრობს. სოხუმში დაბრუნების იმედი საბოლოოდ დაკარგა. ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი/ ნეტგაზეთი

 

ნანი ქარჩავას ოთახი

ნანი ქარჩავას ოთახი; ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი/ნეტგაზეთი

 

“27 წლის წინ, ჯერ კიდევ როცა ჩემი შვილები იყვნენ პატარა, ბავშვთა მოედანს ვითხოვდით ამ გზისპირა კორპუსის ეზოში, ახლა ჩემი შვილიშვილია ამავე ასაკის და სათამაშო მოედანი არც ახლა გვაქვს”- დევნილი აფხაზეთიდან, ნინო ურუშაძე და მისი შვილიშვილი; ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი/ნეტგაზეთი

 

ყოფილი სასტუმრო “უშბას” საცხოვრებელი ბინის ფასადი; ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი/ნეტგაზეთი


ფოტორეპორტაჟი მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისისა და ნეტგაზეთის პოზიციებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი