კინოფორუმის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალს ასევე დაესწრება ფრანგი მსახიობი პატრიკ შენე, რომელიც წარადგენს პრემიერას ფილმისას “მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ ვუყვარდე”. შენე ამ ფილმში თავად მონაწილეობს.
მსოფლიოში ცნობილ რეჟისორებს შორის, რომლებიც ფესტივალს დაესწრებიან, არიან ფრანგი კინორეჟისორი რობერ გედიკიანი, რომელიც ნომინაციაში “მხატვრული ფილმი” ჟიურის თავმჯდომარე იქნება, კშიშტოფ ზანუსი და რობ ნილსენი.
კინოფესტივალზე “ოქროს გარგარი – 2015” წარმოდგენილი იქნება 34 ფილმი 25 ქვეყნიდან. მონაწილეობისთვის ამ ჯერზე უპრეცედენტო რაოდენობა – 750 განაცხადი შევიდა.
“ოქროს გარგარი” ერევანში 2004 წლიდან ტარდება და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალად ითვლება. სხვადასხვა წლებში, ფესტივალის ფარგლებში, სომხეთის დედაქალაქს მსოფლიოში ცნობილი მსახიობები და კინორეჟისორები სტუმრობდნენ, რომელთა შორის იყვნენ მწერალი და სცენარისტი ტონინო გუერა, ცნობილი მსახიობები, კლაუდია კარდინალე და ფანი არდანი, რეჟისორები- ვიმ ვენდერსი, სტანისლავ გოვორუხინი, რომან ბალაიანი, ფატიხ აკინი, ოთარ იოსელიანი და სხვები.
2010 წელს ერევნის ფესტივალი კინოს, ტელევიზიის და სპორტის საერთაშორისო კავშირმა Ficts Plate D’honneur მთავარი პრემიით დააჯილდოვა.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |