საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში იმყოფებოდა, სადაც ახალი კორონავირუსი თავდაპირველად გავრცელდა, თურქეთში გადაჰყავთ. ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერსი ჩინეთში საქართველოს ელჩმა განაცხადა.
არჩილ კალანდიას თქმით, საქართველოს 3 მოქალაქე კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლის. მისივე თქმით, ამ დროისთვის ვუჰანში საქართველოს 4 მოქალაქე რჩება, რომელთაგან ორმა ჩინეთში დარჩენა არჩია, 2-ის ევაკუაცია კი დღესვე სავარაუდოდ, საფრანგეთში მოხდება, სადაც ორივე მათგანი გაივლის კარანტინის პერიოდს:
“დღეს დილას პეკინის დროის გამთენიისას განხორციელდა სამი ჩვენი თანამოქალაქის ევაკუაცია თურქეთის მიმართულებით. ისინი ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამჟამად გზაში არიან და მალე ჩაფრინდებიან თურქეთში, სადაც გაივლიან ორკვირიან კარანტინს.
ვუჰანში რჩება 4 ჩვენი თანამოქალაქე მათგან 2 ის ევაკუაცია იგეგმება უახლოეს მომავლაში დიდი ალბათობით საფრანგეთის მიმართულებით ხოლო დარჩენილი 2 მოქალაქე ვუჰანში ყოფნას არჩევს” – ამბობს ელჩი.