დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
იმნაძის თქმით, ზუსტ ინფორმაციას ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ მოსახლეობას დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიაწვდის. საქართველოს მოსახლეობას კი მოუწოდებს რეკომენდაციებს მიჰყვეს:
“ყველამ ნერვები უნდა დაიწყნაროს. იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა. პირველ რიგში ყველას ვთხოვ ნერვები დაიწყნაროს და ყველა ზუსტი და საჭირო ინფორმაცია ჩვენგან ყოველთვის გექნებათ. ჩვენ ყველამ გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება და მივყვეთ რეკომენდაციებს, რომელიც ყველა ეტაპზე იქნება შესაბამისი სიტუაციის” – ამბობს პაატა იმნაძე.
https://batumelebi.netgazeti.ge/news/251213/?fbclid=IwAR00edD3H139ALKShgMNzGOXo1v0smNFNSPrvI13KPjkNh2UzdyNsdf2FP8
კორონავირუსზე უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი ვრცელდება – NCDC