კოგრესმენი ვილ ჰარდი საქართველოში მიმდინარე პროცესებს twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი მთავრობისგან დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებს მოითხოვს.
მას ბმული აქვს გაზიარებული, სადაც ოთხი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილზეა საუბარი. წერილში გამოთქმულია შეშფოთება, რომელიც გამოწვეულია მიზანმიმართული პოლიტიკური დევნითა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და დასავლეთთან ინტეგრაციას.
“დიდი პროტესტი იყო ჰონგ-კონგში, ირანში, პროტესტი ასევე იყო საქართველოში. ესენი არიან თავისუფლებისმოყვარე ხალხი, რომლებიც რუსეთის ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვიან და საკუთარი მთავრობისგან დაპირებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას ითხოვს. მიხარია, რომ მათ კონგრესი ორპარტიულად უჭერს მხარს”,-წერს ის.
We’ve heard of protests in Hong Kong and Iran, but there have been protests in Georgia. These are freedom-loving people fighting Russian oppression and demanding that their gov’t implement promised democratic reforms. I’m glad Congress is supporting them in a bipartisan way. https://t.co/DLQ4anmiqY
— Rep. Will Hurd (@HurdOnTheHill) January 31, 2020