ახალი ამბები

ონლაინ-გადამყიდველები სუპერთასის მატჩის ბილეთს $300 ყიდიან

2 ივლისი, 2015 •
ონლაინ-გადამყიდველები სუპერთასის მატჩის ბილეთს $300 ყიდიან

ერთ-ერთმა ასეთმა გადამყიდველმა მომხმარებელს უთხრა, რომ ბილეთების შემდგომი გაყიდვის განზრახვით არ შეუძენია, თუმცა, თუ ასეთი თანხის სანაცვლოდ გაყიდის, მას შეელევა, წინააღმდეგ შემთხვევაში მატჩზე მეგობრებთან ერთად თვითონ წავა.


ფეხბურთის ფედერაციაში მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ გადამყიდველებისაგან ელექტრონული ბილეთები არ შეიძინონ, რადგან ისინი შესაძლოა ყალბი იყოს. ასევე, სუპერთასის მატჩზე შესვლის ერთ-ერთი წესის მიხედვით, დამატებითი გადამოწმების შემთხვევაში, მომხმარებლებს შეიძლება ბილეთთან ერთად პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოსთოვონ, ამიტომ აუცილებელია იმ პირის დასწრება, ვინც ბილეთები თვითონ შეიძინა ონლაინ.


ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის, ეკა ელოშვილის თქმით, მატჩზე, გამომდინარე მისი რანგიდან, საკმაოდ გაძლიერებული კონტროლი იქნება.


ბარსელონა VS სევილია
ბარსელონა VS სევილია


ამ დროისთვის სულ დაახლოებით 6000-ზე მეტი ონლაინბილეთია გაყიდული. ელექტრონულ ბილეთზე მყიდველის სახელი და გვარია დატანილი. ის ფეხბურთის ქომაგმა უნდა ამობეჭდოს, მისი ბარკოდი ტურნიკეტს დაადოს და სტადიონზე შევა. ფედერაცია მომხარებლებს ასევე მოუწოდებს, რომ საკუთარი ელექტრონული ბილეთები არ გაასაჯაროონ.


დარჩენილი 22 ათასი ბილეთი მომდევნო კვირიდან სალაროებში გაიყიდება. 


გაეცანით ელექტრონული ბილეთების გამოყენების წესს:


 

გთხოვთ, გაეცნოთ UEFA სუპერ თასი 2015-ის ბილეთების შეძენის/გამოყენების წესებს…

Posted by Biletebi.ge on Thursday, June 18, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი