ახალი ამბები

1 ივლისიდან გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე “გმ”–ის მითითება სავალდებულოა

2 ივლისი, 2015 •
1 ივლისიდან გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე “გმ”–ის მითითება სავალდებულოა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თუ სურსათის შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ზე მეტია, მაშინ ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში უნდა იყოს მითითებული წარწერა “გმ”. კანონის მიხედვით, ეს ნიშანდება  მომხმარებლისთვის ადვილად აღქმადი და თვალსაჩინო უნდა იყოს. თუკი სურსათის ერტიკეტირება შეუძლებელია, თანმხლებ დოკუმენტაციაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია გენმოდიფიცირებულობის შესახებ.

 

ამავე კანონის თანახმად, ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება და დამრღვევს 10 000 ლარის გადახდა მოუწევს.

 

სააგენტოს ცნობით, სურსათი, რომლის ეტიკეტზეც არ იქნება მითითებული “გმ” და ლაბორატორიული კვლევით აღმოჩნდება გენმოდიფიცირებული, ექვემდებარება განადგურებას. თუკი ბიზნესოპერატორი არ გაანადგურებს ასეთ სურსათს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით დაჯარიმდება 10 000 ლარით.


საქართველოს კანონი “სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ”  1 ივლისიდან ძალაში შევიდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი