ახალი ამბები

გარემოს სააგენტო: თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

2 ივლისი, 2015 •
გარემოს სააგენტო: თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღებულ სინჯებში განისაზღვრა 32 კომპონენტი, გარდა დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლებისა, რომელთა კვლევა არ შედის სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში.


“ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბებში განსაზღვრული კომპონენტები ნორმის ფარგლებშია. დაფიქსირდა მხოლოდ ამონიუმის აზოტის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება ლისისა და კუს ტბებში. ლისის ტბაზე, ასევე, მომატებულია სულფატების კონცენტრაციები, რაც ამ ტბისთვის დამახასიათებელია და შეიძლება მის ფონურ შემცველობად ჩაითვალოს”, – ნათქვამია განცხადებაში.


თბილისის ზღვა
თბილისის ზღვა

მასალების გადაბეჭდვის წესი