ახალი ამბები

სფფ: არც ამ კვირაში და არც მომავალი კვირის საწყის დღეებში ბილეთების გაყიდვა არ დაიწყება

2 ივლისი, 2015 •
სფფ: არც ამ კვირაში და არც მომავალი კვირის საწყის დღეებში ბილეთების გაყიდვა არ დაიწყება

“გრძელდება სამუშაო შეხვედრები სფფ-ში და სხვადასხვა უწყებებთან. ჩვენ მიერ უეფაში გაგზავნილი კონცეფცია მოწონებული და დადასტურებულია. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ბილეთების სალაროებში გაყიდვის მიმართულებით. მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ გულშემატკივრებს მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში მივაწოდოთ ბილეთები. ამასთან, სფფ-ის წარმომადგენლები შეხვდებიან biletebi.ge-ს წარმომადგენლებს და გადმოიბარებენ გაყიდული ბილეთების მონაცემებს (მყიდველების შესახებ ინფორმაციას და ა.შ.). არც მიმდინარე კვირაში და არც მომავალი კვირის საწყის დღეებში, ბილეთების გაყიდვა არ დაიწყება. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ გულშემატკივარს უკვე ექნება სრული, ამომწურავი ინფორმაცია ყველა დეტალზე. გულშემატკივრებს ვთხოვთ, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას. შეგახსენებთ, რომ სალაროში გაიყიდება ქართველი გულშემატკივრისთვის განკუთვნილი 22 ათასი ბილეთი”, – ნათქვამია სფფ-ს განცხადებაში.


უეფას სუპერთასის მატჩი ბარსელონასა და სევილიას შორის 11 აგვისტოს თბილისში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი