ახალი ამბები

სურსათის სააგენტომ დეზერტირების მიმდებარედ 200 კგ “საეჭვო წარმომავლობის” ხორცი ამოიღო

2 ივლისი, 2015 •
სურსათის სააგენტომ დეზერტირების მიმდებარედ 200 კგ “საეჭვო წარმომავლობის” ხორცი ამოიღო

“შპს „ბექა 2015“-ის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ორ ტან-ხორცს არ ჰქონდა დამღა, ანუ საქონელს არ ჩატარებია დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. შესაბამისად, რეალიზატორმა დოკუმენტური შემოწმებისას ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც დაჯარიმდა 1000 ლარით. 


ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.


ამოღებული ხორცი
ამოღებული ხორცი

ამოღებული ხორცი
ამოღებული ხორცი

მასალების გადაბეჭდვის წესი