თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში, პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.
პრეზიდენტის პრესამსახურის ცნობით, საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პრეზიდენტის სასახლეში ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებული ფორმატით შეხვდებიან. ამის შემდეგ გაიმართება სახელმწიფოთა ერთობლივ დოკუმენტებზე ხელის მოწერა, ასევე ერთობლივი პრესკონფერენცია.
თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 დღე გაგრძელდება