იმის პარალელურად, რომ პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის ცემის გამო ბრალი წაუყენა საკრებულოს სამ წევრს „ქართული ოცნებიდან“, ხაბეიშვილი პროკურატურაში დაიბარეს „საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით“.
პროკურატურის განცხადება ცოტა ხნის წინ გავრცლედა. იქ ნათქვამია, რომ ხაბეიშვილზე თავდასხმისთვის საკრებულოს წევრებს ბრალი წაუყენეს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით — სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ამავე განცხადებაში პროკურატურა წერს, რომ „24 იანვარსთბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში“.
ხაბეიშვილს 24 იანვარს სცემეს თბილისის საკრებულოში. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.