ახალი ამბები

biletebi.ge-მ საერთაშორისო მოთხოვნებისთვის გამოყოფილი 4300 ბილეთი გაყიდა

2 ივლისი, 2015 • 1484
biletebi.ge-მ საერთაშორისო მოთხოვნებისთვის გამოყოფილი 4300 ბილეთი გაყიდა

კომპანიის გუშინდელი განცხადებით, საერთაშორისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 4300 ბილეთის ონლაინ გაყიდვაში დატოვება ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა გადაწყვიტა. კომპანიის ცნობით, ამ ბილეთების შეძენა შეეძლოთ არა მხოლოდ საზღვარგარეთიდან შემოსულ მომხმარებლებს. მათი ინფორმაციით, ბილეთების ონლაინში შეძენა შესაძლებელი იყო საქართველოდანაც.

სქრინშოტი biletebi.ge-ს გვერდიდან
სქრინშოტი biletebi.ge-ს გვერდიდან


უეფას სუპერთასის ბილეთები სალაროებში გაიყიდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ბილეთები ონლაინ უკვე ნაყიდი აქვთ, არ დაეკარგებათ.


ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ერთ გულშემატკივარს სალაროშიც მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება. ფედერაციაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, როდის დაიწყება დინამო არენას სალაროებში უეფას სუპერთასის ბილეთების რეალიზაცია, თუმცა ცნობილია, რომ ბილეთები იმავე სისტემით გაიყიდება, რითაც მისი ონლაინრეალიზაცია იყო დაგეგმილი.


GFF-ს პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებით, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან ბოლო წლებში უეფას ამ დონის მატჩის ბილეთები სალაროებში არ გაუყიდიათ და მხოლოდ ონლაინ ახდენდა მის რეალიზაციას. მისი თქმით, უეფასგან თითით შეშინება მაინც იქნება და შექმნილმა პრობლემამ შეიძლება ცუდი შედეგი გამოიღოს.


უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრებად საქართველოს მოქალაქეებისათვის სულ 24 ათასი ბილეთი იყო გათვალისწინებული, უცხოელებისთვის – 6000 ცალი. ბილეთების რეალიზება ინტერნეტით უნდა მომხდარიყო, თუმცა biletebi.ge-მ ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირისგან დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. ვებ-გვერდის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ტექნიკური ხარვეზების და რიგის მართვის არასწორი მუშაობის გამო, კომპანიამ უეფას სუპერთასის ბილეთების ინტერნეტ გაყიდვა 30 ივნისს, 21:30 საათზე შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი