ახალი ამბები

საკრებულოში ლევან ხაბეიშვილს სცემეს – ვიდეო

24 იანვარი, 2020 • 3306
საკრებულოში ლევან ხაბეიშვილს სცემეს – ვიდეო

საკრებულოში ერთიანი ნაცინალური მოძრაობის წევრ ლევან ხაბეიშვილს სცემეს. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, მას რამდენიმე პირმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

ხაბეიშვილის თქმით, ბიუროს სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების გამო სცემეს:

“როგორ გავბედე და დამლაგებლებს რომ 8 ლარი აქვთ ანაზღაურება, ეს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში როგორ მოვყევი. პოლიტიკური განცხადების გამო აბსოლუტურად ყველა მისწორდებოდა ფიზიკურად. ეს ლაჩრები წიხლებით, თან, ერთი და ორი კი არა, ასე ჩუმად დამარტყეს და არა ჩხუბის დროს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თვალი, ხელი და ფეხი კი არა, ცხოვრება და ოჯახი მაქვს გადადებული, ვიბრძოლებ ბოლომდე. ერთ კაცს, მე, ლევან ხაბეიშვილს გამისწორდა სრულიად “ქართული ოცნება”. სვავებივით დამესივნენ. ერთი გვარი აქვთ მაგათ – ისინი არიან კონკრეტული ივანიშვილ- კალაძეები” ,- ამბობს დეპუტატი.

“ნეტგაზეთი” ამ საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი